ბენ ჰოჯესი - ვინც გააკონტროლებს ყირიმს, ის მოიგებს ომს
ბენ ჰოჯესი - ვინც გააკონტროლებს ყირიმს, ის მოიგებს ომს

ყირიმი რუსეთის მიერ ჯერ კიდევ ოკუპირებული ტერიტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამას ვუწოდებთ „გადამწყვეტ ტერიტორიას“ და ვინც გააკონტროლებს ყირიმს, ის მოიგებს ამ ომს, – ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის ძალების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯესმა განაცხადა.

ამერიკელი გადადგარი გენერლის თქმით, უახლოეს მომავალში ნახევარკუნძულზე შეტევა, სავარაუდოდ, არ მოხდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ყირიმი გამოუსადეგარი გახდეს რუსული ჯარებისთვის.

ბენ ჰოჯესის განცხადებით, „ამისთვის უკრაინას სჭირდება მაღალი სიზუსტის შორი მოქმედების იარაღი, რომელიც ნებისმიერ ადგილას შეიძლება, მოხვდეს – ყოველ რუსული ხომალდს, ყოველ რუსული თვითმფრინავს, ყოველ შტაბბინას, რაკეტის გაშვების ყველა ადგილს, საჰაერო ძალების ყველა ბაზას. შესაბამისად, ეს ყირიმს რუსეთისთვის გამოსაყენებლად უვარგისს გახდის. ნახევარკუნძულის დეოკუპაციის მეორე კომპონენტია იზოლაცია – ეს არის ორი მარშრუტის დახურვა, რომლითაც შეიძლება იქ მისვლა. პირველი არის უკანონოდ აღმართული ქერჩის ხიდი; მეორე არის ე.წ. სახმელეთო დერეფანი, რომელიც გადის როსტოვიდან აზოვის სანაპიროზე მარიუპოლისა და ბერდიანსკის გავლით ყირიმამდე. ვფიქრობ, შესაძლებელია ამ ორივე გზის გადაჭრა ზუსტი ცეცხლით შორი მანძილიდან“, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა.