ბენ ჰოჯესი - ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას რუსეთის მიმართ არარეალური მოლოდინები არ უნდა ჰქონდეს
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას არ უნდა ჰქონდეს რუსეთის მიმართ არარეალური მოლოდინები და არ უნდა მოტყუვდეს, – ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ძალების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯესმა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ბენ ჰოჯესმა აღნიშნა, მას აქვს მოლოდინი, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია წარსულ შეცდომებს გაითვალისწინებს.
„რუსეთი არის სუპერ სახელმწფო. მას აქვს მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობები და ეკონომიკური რესურსები. მიუხედავდ იმისა, რომ რუსეთს პრობლემები აქვს, ის არ არის წარუმატებელი სახელმწიფო. ამიტომ ჩვენ უნდა გვქონდეს კომუნიკაცია კრემლთან. ეს ეჭვგარეშეა. თუმცა ურთიერთობების გადატვირთვა, რომლიც 12 წლის წინ დაისახეს მიზნად, არ იყოს სწორი მიდგომა, ეს არ იყო რეალური. მე ველოდები ბაიდენის ადმინისტრაციისგან, რომელშიც ობამას გუნდის ბევრის წარმომადგენელიც არის, რომ ისინი გაითვალისწინებენ წარსულ გამოცდილებას. თუ გინდა კრემლთან შეთანხმება, ეს შეთანხმება უნდა დადო ძლიერის პოზიციიდან, მოკავშირეების და პარტნიორების ჩართულობით, და რა თქმა უნდა კრემლს პასუხი უნდა აგებინო. ბაიდენის ადმინისტრაციას არ უნდა ჰქონდეს არარეალური მოლოდინები და არ უნდა მოტყუვდნენ. კრემლს არაფერი გაუკეთებია, იმისთვის, რომ ჩვენ მათ ვენდოთ, რომ ისინი შეთანხმებებს შეასრულებენ“, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა.