ბელორუსში კორონავირუსის ექვსი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „სიენენი“ (CNN) ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე ქვეყანაში კორონავირუსის მხოლოდ ერთი შემთხვევა ფიქსირდებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ოთხი შემთხვევა მინსკში დაფიქსირდა, ორი კი, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ვიტებსკის რაიონში.
ბელორუსის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა პაციენტს მსუბუქი სიმპტომები აქვს.