ბელორუსში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბელორუსში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბელორუსში კორონავირუსის ექვსი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „სიენენი“ (CNN) ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე ქვეყანაში კორონავირუსის მხოლოდ ერთი შემთხვევა ფიქსირდებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ოთხი შემთხვევა მინსკში დაფიქსირდა, ორი კი, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ვიტებსკის რაიონში.

ბელორუსის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა პაციენტს მსუბუქი სიმპტომები აქვს.