ბელგრადში, ისრაელის საელჩოსთან მამაკაცი პოლიციელს თავს დაესხა, საპასუხოდ, სამართალდამცველმა მას ცეცხლი გაუხსნა
ბელგრადში, ისრაელის საელჩოსთან მამაკაცი პოლიციელს თავს დაესხა, საპასუხოდ, სამართალდამცველმა მას ცეცხლი გაუხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ timesofisrael-ი ავრცელებს.
თავდამსხმელმა პოლიციის მიმართულებით მშვილდ-ისარი ისროლა, რასაც სამართალდამცველის მხრიდან საპასუხო სროლა მოჰყვა.
პოლიციელი კისრის არეში დაიჭრა, თავდამსხმელი კი დაუღუპა.
ისრაელის საელჩო დღეს დაკეტილია და თანამშრომლებიც არ მუშაობენ. მედიის ცნობით, თავდასხმის მიზეზი უცნობია.