ბელგოროდის ოლქზე დრონით იერიში განხორციელდა, ერთი დაღუპული და სამი დაშავებულია
ბელგოროდის ოლქში დრონით იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს.
გლადკოვის ცნობით, იერიში სოფელ უსტინკაზე განხორციელდა.
უკრაინულ მხარეს აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
ამასთან უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ ქვეყნის თავდაცვის ძალებმა ღამით ლუგანსკის ოკუპირებულ ნაწილში საწვავი მასალების საწყობზე დარტყმა განახორციელეს.
გენშტაბის ცნობით, საწყობის ტერიტორიაზე რუსეთის არმიისთვის განკუთვნილი ნავთობი და ნავთობპროდუქტები ინახებოდა, იერიშის შედეგად ობიექტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
ლუგანსკის ოლქში საწვავის ავზის აალების შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროც ავრცელებს. უწყების ცნობით, ხანძარი უკვე ჩააქრეს.