ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ ჩამოვარდნილი „ილ-76“-ის ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი აცხადებს, რომ ჩამოვარდნილი „ილ-76“-ის ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ გლადკოვი „ტელეგრამარხში“ წერს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის ბორტზე 65 უკრაინელი სამხედრო, მათი თანმხლები სამი პირი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდნენ.
თვითმფრინავი ბელგოროდის ოლქის კოროჩანსკის რაიონში ჩამოვარდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ჩამოვარდილ „ილ-76“-ის ბორტზე 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა, რომლებიც გასაცვლელად გადაჰყავდათ. ამასთან, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს რომ ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავს რაკეტები გადაჰქონდა.