ბელგოროდის გუბერნატორი აცხადებს, რომ ბელგოროდის ოლქზე გახშირებული დარტყმების გამო 18 და 19 მარტს დაიხურება სავაჭრო ცენტრები, შეწყდება სასწავლო პროცესი
ბელგოროდის გუბერნატორი აცხადებს, რომ ბელგოროდის ოლქზე გახშირებული დარტყმების გამო 18 და 19 მარტს დაიხურება სავაჭრო ცენტრები, შეწყდება სასწავლო პროცესი

ბელგოროდის ოლქზე გახშირებული დარტყმების გამო ორშაბათს და სამშაბათს დაიხურება სავაჭრო ცენტრები, ასევე შეწყდება სასწავლო პროცესი სკოლებსა და კოლეჯებში, მათ შორის დისტანციური სწავლება. ამის შესახებ ბელგოროდის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ამასთან, გუბერნატორი აღნიშნავს, რომ ყველაზე რთულია საბავშვო ბაღების დახურვა.

„ჩვენ მოგმართავთ თხოვნით, თუ არის შესაძლებლობა, ბავშვები ორშაბათს და სამშაბათს სახლებში დარჩნენ. ამის შესაძლებლობა თუ არ არის, დავეხმარებით მშობლებს, თუ ისინი მუშაობენ კრიტიკულ სამსახურებში. გასაგებია, რომ აღმზრდელები, ძიძები და ტექნიკური პერსონალიც ღელავენ“, – განაცხადა გუბერნატორმა.

როგორც „ბიბისის“ რუსული სამსახური წერს, ხუთშაბათის შემდეგ ბელგოროდის დაბომბვის შედეგად დაიღუპა ხუთი და დაშავდა 33 ადამიანი.