ბელგიისა და მაროკოს საფეხბურთო მატჩს ბრიუსელში არეულობა მოჰყვა, პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა
ბელგიისა და მაროკოს საფეხბურთო მატჩს ბრიუსელში არეულობა მოჰყვა. პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა.
მაროკოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვების შემდეგ ბელგიის დედაქალაქის ქუჩებში არეულობა დაიწყო. გულშემატკივრების ნაწილმა მანქანებს ცეცხლი წაუკიდა. საპასუხოდ, პოლიციამ ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
პოლიციის ცნობით, არეულობის დროს დაშავდა ერთი ჟურნალისტიც.
გუშინ F ჯგუფის შეხვედრაში ერთმანეთს ბელგიისა და მაროკოს ნაკრებები შეხვდნენ. ბელგიის ნაკრები მაროკოსთან 0:2 დამარცხდა.