კატარი 2022 | კიდევ ერთი მოულოდნელი შედეგი - ბელგიის ნაკრები მაროკოსთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
კატარი 2022 | კიდევ ერთი მოულოდნელი შედეგი - ბელგიის ნაკრები მაროკოსთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

F ჯგუფის შეხვედრაში ერთმანეთს ბელგიისა და მაროკოს ნაკრებები შეხვდნენ და ჩემპიონატზე კიდევ ერთი მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა — მატჩის წინ ფავორიტად მიჩნეული ბელგია 0:2 დამარცხდა.

 

 

 

ბელგიის ნაკრები თავიდან დაეუფლა უპირატესობას, მთელი ტაიმის განმავლობაში ბურთს, ძირითადად, ისინი აკონტროლებდნენ, თუმცა რეალური საგოლე შანსი მათ თითქმის არ ჰქონიათ. მაროკო კი უფრო კონტრშეტევებზე ცდილობდა თამაშის აწყობას, მაგრამ მალევე კარგავდნენ ბურთს და შეტევის განხორციელებას ვერ ახერხებდნენ.

ტაიმის ბოლოს ჰაკიმ ზიეშმა ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ჯარიმიდან პირველი გოლი გაიტანა, მაგრამ ვიდერეფერისთან გადამოწმების შემდეგ ერთ-ერთი მაროკოელი შემტევი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა და გოლი არ ჩაითვალა. ტაიმი 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმი უფრო უკეთ მაროკოელებმა დაიწყეს. 73-ე წუთზე მათ გააქტიურებას შედეგიც მოჰყვა — გოლი შეცვლაზე შესულმა საბირიმ ჯარიმიდან გაიტანა და თავისი გუნდი დააწინაურა.

ბელგიამ ვერც გოლის შემდეგ შეძლო საკუთარი თამაშის დალაგება, რობერტო მარტინესმა თამაშში რომელუ ლუკაკუც ჩართო, მაგრამ თამაშის გადარჩენა მაინც ვერ მოახერხა და საბოლოოდ ბელგია 0:2 დამარცხდა.

F ჯგუფი

ტური თარიღი დრო თამაში ანგარიში
I ტური 23.11.2022 14:00 მაროკო-ხორვატია 0:0
I ტური 23.11.2022 23:00 ბელგია-კანადა 1:0
II ტური 27.11.2022 17:00 ბელგია-მაროკო 0:2
II ტური 27.11.2022 20:00 ხორვატია-კანადა :
III ტური 01.12.2022 19:00 კანადა-მაროკო :
III ტური 01.12.2022 19:00 ხორვატია-ბელგია :

 

F ჯგუფი
1 მაროკო 2 1 1 0 2-0 4
2 ბელგია 2 1 0 1 1-2 3
3 ხორვატია 1 0 1 0 0-0 1
4 კანადა 1 0 0 1 0-1 0