ბელგიის პრემიერ-მინისტრი ველოსიპედიდან გადმოვარდა
ბელგიის პრემიერ-მინისტრი ველოსიპედიდან გადმოვარდა

ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ დე კრუ ველოსიპედით გადაადგილების დროს წაიქცა და გონება დაკარგა. „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, 47 წლის პრემიერი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის ახლა თავს კარგად გრძნობს.

პრემიერის თქმით, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი მისმა ვაჟმა გამოიძახა, რომელიც ველოსიპედით მასთან ერთად გადაადგილდებოდა.

დღეს ალექსანდერ დე კრუს პარლამენტში ელიან, სადაც ის სიტყვით გამოვა.