ბელგიის მეფემ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ დე კროოს განცხადება დააკმაყოფილა
ბელგიის მეფემ პრემიერ-მინისტრ დე კროოს გადადგომის შესახებ განცხადება დააკმაყოფილა.
ევროპარლამენტის არჩევნების პარალელურად, ბელგიაში ფედერალური არჩევნებიც ჩატარდა, სადაც გაიმარჯვა მემარჯვენე ცენტრისტულმა ახალმა ფლამანდიურმა ალიანსმა, რომელმაც ხმათა 25,6% მოიპოვა. პარტიის ლიდერი ბარტ დე ვივერი კ,ი შესაძლოა, ბელგიის მომავალი პრემიერ-მინისტრი გახდეს.
მეორე ადგილზე გავიდა ულტრამემარჯვენე პარტია „ფლაამსბელანგი“ ხმათა 21,8% -ით. რაც შეეხება დე კროოს პარტიას, ის მეცხრე ადგილზე გავიდა. ამიერიდან დე კროოს მთავრობა ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე მუშაობას დროებით აგრძელებს, პარალელურად კი დაიწყება კონსულტაციები ახალი მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ბელგიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა.