ბელგიის ხელისუფლება ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ახალი ლაბორატორიის ასაშენებლად ორ მილიონ ევროს გამოყოფს
ბელგიის ხელისუფლება ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ახალი ლაბორატორიის ასაშენებლად ორ მილიონ ევროს გამოყოფს.
ქვეყნის საქმეთა მინისტრის, დიდიე რეინდერსის განცხადებით, ლაბორატორია ფოკუსირებული იქნება ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტების გამოვლენასა და შესწავლაზე.
დღეს ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე მიმდინარე ევროკავშირის საბჭომ, ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის ახალი სანქციების დაწესების მექანიზმი დაამტკიცა. ამიერიდან ევროკავშირს საშუალება ექნება, სანქციები დააწესოს როგორც იურიდიული, ისე ინდივიდუალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც გამოიყენებენ ქიმიურ იარაღს ან ჩართული არიან ასეთი იარაღის წარმოებაში. ახალი სასანქციო რეჟიმის ამოქმედების შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.