ბელგიის არმიის ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ომი თუ დაიწყება, ბელგიელ ჯარისკაცებს „ქვების სროლა“ მოუწევთ, რადგან იარაღი ორ საათში აღარ ექნებათ
ბელგიის არმიის ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ომი თუ დაიწყება, ბელგიელ ჯარისკაცებს „ქვების სროლა“ მოუწევთ, რადგან იარაღი ორ საათში აღარ ექნებათ

ბელგიის არმიის ყოფილი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ომი თუ დაიწყება, ბელგიელ ჯარისკაცებს „ქვების სროლა“ მოუწევთ, რადგან იარაღი ორ საათში აღარ ექნებათ.

როგორც გადამდგარი გენერალ ლეიტენანტი მარკ თაისი ბელგიის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში აცხადებს, არმია შეიარაღებისა და ამუნიციის დეფიციტს განიცდის.

მისი განმარტებით, იმისთვის, რომ ბელგიის არმია შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში, სულ მცირე, ორი თვით წინააღმდეგობის გასაწევად მზად იყოს, საჭიროა 5-7 მილიარდი ევროს დაფინანსება.

„ჩემი სამსახურის დროს არმიას წელიწადში 15 მილიონს აძლევდნენ ამუნიციის შესაძენად, ახლა ეს თანხა 150 მილიონამდეა გაზრდილი, თუმცა ეს საკმარისი არაა. ომი თუ დაიწყება, ჯარისკაცებს ქვების სროლა მოუწევთ, რადგანაც არსებული შეიარაღება რამდენიმე საათში ამოიწურება“, – განაცხადა ბელგიელმა გენერალმა.