ბელგიელმა ფერმერებმა პროტესტის ნიშნად ქვეყნის სიდიდით მეორე პორტთან მისასვლელი გზების ბლოკირება მოახდინეს
ბელგიელმა ფერმერებმა პროტესტის ნიშნად ქვეყნის სიდიდით მეორე პორტთან, ზეებრუგესთან მისასვლელი გზების ბლოკირება მოახდინეს.
ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით, პროტესტის მონაწილეებმა გადაკეტეს ხუთი გზა.
მათივე ინფორმაციით, ნაადრევია შეფერხების დონის შეფასება.
ბელგიელი ფერმერები გაზრდილ ხარჯებს, ევროკავშირის გარემოსდაცვით პოლიტიკასა და იაფი საკვების იმპორტს, უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებენ.