პოლონელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვართან გამშვები პუნქტების ბლოკირება განაახლეს
პოლონელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვართან გამშვები პუნქტების ბლოკირება განაახლეს

პოლონელმა ფერმერებმა უგრინოვის გამშვები პუნქტის ბლოკირება განაახლეს, – ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა, ანდრეი დემჩენკომ განაცხადა.

დემჩენკოს თქმით, 2 აპრილს უკრაინელმა მესაზღვრეებმა პოლონეთიდან მიიღეს ინფორმაცია, რომ პოლონელი ფერმერები დღეს განაახლებდნენ სატვირთო პუნქტის ბლოკირებას.

„სატვირთო მანქანების გაშვება განხორციელდება შემდეგნაირად: პოლონეთიდან გასვლის შემთხვევაში ექვსი საათის განმავლობაში სამი სატვირთო მანქანა დაიშვება, ხოლო პოლონეთის მიმართულებით დღეში ერთი სატვირთო მანქანა. სამგზავრო ავტოტრანსპორტისა და ავტობუსების მოძრაობა ორივე მიმართულებით განხორციელდება დადგენილი წესით“, – აცხადებს სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელი.

ამასთან, როგორც მედია წერს, დღეს დილიდან უკრაინული სატვირთო მანქანებისთვის სამი გამშვები პუნქტია ბლოკირებული, ესენია: „უგრინოვი“, „იაგოდინი“ და „რავა-რუსკაია“.

პოლონელი ფერმერები უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის აკრძალვას ითხოვენ.