ბელგიაში ტერორისტული საფრთხის დონე შემცირდა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საფრთხის დონე მეოთხედან მეორე კატეგორიამდეა შემცირებული.
2016 წლის 22 მარტს ბრიუსელის ზავენტემის აეროპორტში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის ყველაზე მაღალი – მეოთხე დონე გამოცხადდა.
ბელგიის შინაგან საქმეთა სამინიტროს ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის დონემ დაიწია, თუმცა სამხედროები კვლავაც დარჩებიან ბელგიის ქუჩებში. მათი რაოდენობა საფრთხის პროპორციული იქნება.