ბელგიაში, თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრში უცნობი მამაკაცი პოლიციელებს დანით თავს დაესხა
ბელგიაში, თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრში უცნობი მამაკაცი პოლიციელებს ცივი იარაღით თავს დაესხა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ბელგიის პოლიციის ინფორმაციით, თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრში სამართალდამცველებმა ორ მამაკაცს საბუთების წარდგენა მოსთხოვეს, რის შემდეგაც ერთ-ერთი პოლიციელებს დანით თავს დაესხა. პოლიციამ მათ წინააღდეგ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
გავრცელებული ინფორმაცით, ორივე სამართალდამცველი მსუბუქადაა დაჭრილი, თავდამსხმელი კი, დაკავებულია. მის შესახებ ჯერ პოლიცია სხვა ინფორმაციას არ ავრცელებს.