ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ ბელფასტში საკრივო ორთაბრძოლა გაიმართა, რომელშიც სუპერმძიმე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, ბრიტანელი ტაისონ ფიური ტიტულზე ყოფილ პრეტენდენტს, იტალიელ ფრანჩესკო პიანეტას ხვდებოდა. ფიურიმ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო.
რინგზე ავიდნენ მძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი, ამერიკელი დეონტეი უაილდერი და ფიურის პრომოუტერი ფრენკ უორენი. უაილდერმა გამოაცხადა, რომ შემდეგ ბრძოლას ფიურის წინააღმდეგ ჩაატარებს. უორენმა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.
ბრძოლის ჩატარების ადგილისა და თარიღის შესახებ მომავალ კვირას გახდება ცნობილი.
ტაისონ ფიურიმ, რომელიც პროფესიულ რინგზე დაუმარცხებელია, წელს განაახლა კარიერა სამწლიანი პაუზის შემდეგ, რაც მის დოპინგ-სინჯში აღმოჩენილი კოკაინით იყო გამოწვეული.