ბელარუსში სამხედრო-საჰაერო ძალების და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების ოპერატიულ-ტაქტიკური წვრთნები დაიწყო
ბელარუსში სამხედრო-საჰაერო ძალების და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების ოპერატიულ-ტაქტიკური წვრთნები დაიწყო

ბელარუსში სამხედრო-საჰაერო ძალების და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების ოპერატიულ-ტაქტიკური წვრთნები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

წვრთნების ფარგლებში „მიგ 29“-ის, „სუ 25“-ის, „იაკ 130“-ის და „ელ 39“-ის ტიპის თვითმფრინავები „ემ 1“-ის მინსკი-ბრესტის გზატკეცილის წინასწარ მომზადებულ ბილიკებზე დაჯდებიან, შემდგომ კი, რუჟანის საწვრთნელ ცენტრში გაფრინდებიან და სახმელეთო სამიზნეებზე იერიშებს განახორციელებენ.

საჰაერო თავდასხმის იარაღისგან ფრენის არეალს „სუ 30ესემ“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავები და „ტორ-ემ2“-ის საზენიტო-სარაკეტო კომპელექსები დაფარავს.

დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფებისგან და უკანონო შეიარაღებული ფორმირებებისგან წვრთნების დაცვას, ასევე უზრუნველყოფენ „მი 24“-ის „მი 8 ემთივი-5“-ის ტიპის ვერტმფრენები.

სამხედრო წვრთნები ბელარუსში 7 აგვისტოს დასრულდება.