ბელარუსში გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციამ 8 სექტემბერს 121 ადამიანი დააკავა
ბელარუსში, ქვეყნის მასშტაბით გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციამ 8 სექტემბერს 121 ადამიანი დააკავა.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს შემდეგ მიმდინარეობს. დემონსტრანტები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ, რომლის თანახმად ქვეყნის პრეზიდენტი მეექვსე ვადით კვლავ ალექსანდრ ლუკაშენკო გახდა.