ბელარუსში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 969 ადამიანს დაუდასტურდა, სულ კი ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 29 650 შემთხვევაა გამოვლენილი.
შესაბამის მონაცემებს ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
6 მაისის შემდეგ ბელარუსში ყოველდღიურად ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 900-ს აღემატება.
ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყნის ტერიტორიაზე ვირუსული ინფექციის გავრცელებიდან სულ 165 ადამიანი გარდაიცვალა. აქედან ხუთი ინფიცირებული ბოლო დღე-ღამეში დაიღუპა.