ბელარუსში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 969 ადამიანს დაუდასტურდა
ბელარუსში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 969 ადამიანს დაუდასტურდა

ბელარუსში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 969 ადამიანს დაუდასტურდა, სულ კი ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 29 650 შემთხვევაა გამოვლენილი.

შესაბამის მონაცემებს ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

6 მაისის შემდეგ ბელარუსში ყოველდღიურად ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 900-ს აღემატება.

ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყნის ტერიტორიაზე ვირუსული ინფექციის გავრცელებიდან სულ 165 ადამიანი გარდაიცვალა. აქედან ხუთი ინფიცირებული ბოლო დღე-ღამეში დაიღუპა.