ბელარუსში ბირთვული იარაღის გადამტანი საშუალებების შემოწმება დაიწყეს
ბელარუსში ბირთვული იარაღის გადამტანი საშუალებების შემოწმება დაიწყეს

ბელარუსში ბირთვული იარაღის გადამტანი საშუალებების შემოწმება დაიწყეს. ინფორმაციას ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ბელარუსის პრეზიდენტის განკარგულებით, შეიარაღებულ ძალებში ვატარებთ არასტრატეგიული ბირთვული იარაღის გადამტანი საშუალებების მოულოდნელ შემოწმებას. ამოცანების შესასრულებლად მზადყოფნაში მოგვყავს კომპლექს „ისკანდერის“ ოპერატიულ-ტაქტიკური დივიზია და თვითმფრინავ „სუ-25“-ების ესკადრილია“, – ნათქვამია ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, აპრილის თვეში ბელარუსმა დაამტკიცა ახალი სამხედრო დოქტრინა, რომელიც პირველად ითვალისწინებს ბირთვული იარაღის გამოყენებას.

როგორც ცნობილია, მინსკისა და მოსკოვის მოლაპარაკებების საფუძველზე, ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსებულია რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღი.