ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სვეტლანა ციხანოვსკაია გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიმართავს
ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სვეტლანა ციხანოვსკაია გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიმართავს. ამის შესახებ ციხანოვსკაიას პრესსამსახური იუწყება.
ოპოზიციონერი დისტანციურად დაესწრება სხდომას. ის ესტონეთმა მიიწვია, რომელსაც ამჟამად გაერო-ს უშიშროების საბჭოში არამუდმივი წევრის სტატუსი აქვს.
ციხანოვსკაია გაერო-ში 4 სექტემბერს მიიწვიეს, ხოლო 8 სექტემბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს მიმართავს.
სვეტლანა ციხანოვსკაია 9 აგვისტოს ბელარუსში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავარი კონკურენტი იყო. არჩევნების შემდეგ ციხანოვსკაია ლიეტუვაში გაიხიზნა. ბელარუსში კი უკვე 22 დღეა არ წყდება საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილეებიც არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ.