ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სვეტლანა ციხანოვსკაია გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიმართავს

11:39, 31.08.2020

ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სვეტლანა ციხანოვსკაია გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიმართავს. ამის შესახებ ციხანოვსკაიას პრესსამსახური იუწყება.

ოპოზიციონერი დისტანციურად დაესწრება სხდომას. ის ესტონეთმა მიიწვია, რომელსაც ამჟამად გაერო-ს უშიშროების საბჭოში არამუდმივი წევრის სტატუსი აქვს.

ციხანოვსკაია გაერო-ში 4 სექტემბერს მიიწვიეს, ხოლო 8 სექტემბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს მიმართავს.

სვეტლანა ციხანოვსკაია 9 აგვისტოს ბელარუსში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავარი კონკურენტი იყო. არჩევნების შემდეგ ციხანოვსკაია ლიეტუვაში გაიხიზნა. ბელარუსში კი უკვე 22 დღეა არ წყდება საპროტესტო აქციები, რომელთა მონაწილეებიც არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ.

მსგავსი