ბელარუსის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ სახელმწიფო ღალატისთვის სიკვდილით დასჯა დაამტკიცა
ბელარუსის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ სახელმწიფო ღალატისთვის სიკვდილით დასჯა დაამტკიცა.
ბელარუსის მედიის ინფორმაციით, სიკვდილით დასჯა შეიძლება გამოყენებული იყოს „სახელმწიფო თანამდებობის მქონე პირებზე და სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებზე, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული სსკ-ის 356-ე მუხლით – „სახელმწიფოს ღალატი.“
დეპუტატების მიერ დამტკიცებულ სხვა ცვლილებებს შორის არის სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრების შესაძლებლობა კაცობრიობის მშვიდობისა და უსაფრთხოების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, მოძრაობის უსაფრთხოების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის.
ახლა კანონპროექტი უნდა დაამტკიცოს რესპუბლიკის საბჭომ და ხელი მოაწეროს ალექსანდრე ლუკაშენკომ.