ბელარუსი სამართალდამცველები აცხადებენ, რომ დაკავებული მებრძოლები რუსული კერძო სამხედრო კომპანიის წევრები არიან
ბელარუსის დედაქალაქში დაკავებული უცხო ქვეყნის 32 დაქირავებული მებრძოლი, სამართალდამცველების ინფორმაციით, რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წევრები არიან. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
სამართალდამცველების განცხადებით, მათ მიიღეს ინფორმაცია, ქვეყანაში 200-ზე მეტი მებრძოლის შესვლის თაობაზე, რომელთაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს დესტაბილიზაცია უნდა გამოეწვიათ. თითოეული მათგანი აღჭურვილი იყო ხელბარგითა და სამ-სამი ჩემოდნით. გამოძების ინფორმაციით, ჯგუფი 25 ივლისს ერთ-ერთ სასტუმროში განთავსდა, ორი დღის შემდეგ კი, ლოკაცია შეიცვალა.
სააგენტო „ბელტა“ სამართალდამცველებზე დაყრდნობით დაკავებულთა მონაცემებსაც აქვეყნებს.