ბელარუსი სამართალდამცველები აცხადებენ, რომ დაკავებული მებრძოლები რუსული კერძო სამხედრო კომპანიის წევრები არიან

16:54, 29.07.2020

ბელარუსის დედაქალაქში დაკავებული უცხო ქვეყნის 32 დაქირავებული მებრძოლი, სამართალდამცველების ინფორმაციით, რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წევრები არიან. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

​სამართალდამცველების განცხადებით, მათ მიიღეს ინფორმაცია, ქვეყანაში 200-ზე მეტი მებრძოლის შესვლის თაობაზე, რომელთაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს დესტაბილიზაცია უნდა გამოეწვიათ. თითოეული მათგანი აღჭურვილი იყო ხელბარგითა და სამ-სამი ჩემოდნით. გამოძების ინფორმაციით, ჯგუფი 25 ივლისს ერთ-ერთ სასტუმროში განთავსდა, ორი დღის შემდეგ კი, ლოკაცია შეიცვალა.

სააგენტო „ბელტა“ სამართალდამცველებზე დაყრდნობით დაკავებულთა მონაცემებსაც აქვეყნებს.

მსგავსი