ბეირუთზე ისრაელის ავიაიერიშს შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა
ბეირუთზე ისრაელის ავიაიერიშს შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა

ბეირუთზე ისრაელის ავიაიერიშს შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გარდაცვლილთა შორის სამი ბავშვი და შვიდი ქალია.

„ჰეზბოლაში“ დაადასტურეს, რომ დაღუპულთა შორის ორგანიზაციის 16 წევრი იყო, მათ შორის, მაღალი რანგის ლიდერი იბრაჰიმ აქილი და კიდევ ერთი მეთაური, აჰმედ ვაჰბი, რომელიც ღაზის ომის დროს „რადვანის“ სპეციალური ძალების სამხედრო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა.

ცნობისთვის, ისრაელმა ბოლო ორ თვის განმავლობაში მეორედ მიიტანა საჰაერო იერიში „ჰეზბოლას“ ლიდერებზე. ივლისში ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა დაჯგუფების უმაღლესი სამხედრო მეთაური ფუად შუქრი.