ისრაელის მედიის ცნობით, ბეირუთის დაბომბვის შედეგად მოკლულია „ჰეზბოლას“ დანაყოფის, „რადვანის“ ერთ-ერთი მეთაური
ისრაელის მედიის ცნობით, ბეირუთის დაბომბვის შედეგად მოკლულია „ჰეზბოლას“ დანაყოფის, „რადვანის“ ერთ-ერთი მეთაური

ისრაელის მიერ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა შორის ხუთი ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანის მედია ავრცელებს.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ბეირუთში ისრაელის სამხედრო თვითმფრინავმა საცხოვრებელი უბანი დაბომბა.

ლიბანური მედიის ცნობით, დაბომბვის შედეგად დაშავებულია 17 ადამიანი.

პარალელურად, ისრაელის მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, ბეირუთის დაბომბვის შედეგად მოკლულია „ჰეზბოლას“ ელიტური დანაყოფის, „რადვანის“ ერთ-ერთი მეთაური იბრაჰიმ აქილი.

ლიბანთან დაძაბული ვითარების გამო ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი გენერალი ჰერცი ჰალევი ჩრდილოეთის სარდლობის ხელმძღვანელს და სარდლობის დანაყოფების მეთაურებს შეხვდა.