ბეირუთში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 135-მდე გაიზარდა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავდა 5 000-მდე ადამიანი. ასზე მეტი პირი კი, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. საფრანგეთის პროკურატურის მონაცემებით, დაშავებულთა შორის საფრანგეთის 21 მოქალაქეა.
აფეთქების ტალღამ 300 ათასზე მეტი ადამიანი ღია ცის ქვეშ დატოვა. ლიბანის პრეზიდენტ მიშელ აუნის განცხადებით, აფეთქება 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატმა გამოიწვია, რომელიც უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ინახებოდა.