ბეირუთში აფეთქების შედეგად ღია ცის ქვეშ დარჩენილებისთვის კამპანია „ჩვენი სახლები ღიაა“ დაიწყო
ბეირუთში აფეთქების შედეგად ღია ცის ქვეშ დარჩენილ პირებს ღამის გასათევს თანამოქალაქეები სთავაზობენ.
სოციალურ ქსელში დაწყებულ კამპანიაში „ჩვენი სახლები ღიაა“ ასობით ლიბანელი ჩაერთო.
ერთ-ერთი პლატფორმა კი, მომხმარებლებს თავისუფალი საწოლების ადგილმდებარეობას ინტერნეტში რუკაზე უჩვენებს, იქნება ეს კერძო პირი, თუ სასტუმრო, რომელიც დაზარალებულებს უფასოდ ემსახურება.
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ამონიუმის ნიტრატის დიდი მარაგი გახდა, რომელიც საწყობში უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე ინახებოდა.