ბეირუთის პორტის მაღალჩინოსნებს გამოძიების დასრულებამდე შინაპატიმრობა შეუფარდეს
ბეირუთის პორტის მაღალჩინოსნებს გამოძიების დასრულებამდე შინაპატიმრობა შეუფარდეს

ბეირუთის პორტის მაღალჩინოსნებს, სადაც 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი ინახებოდა, გამოძიების დასრულებამდე შინაპატიმრობა შეუფარდეს.

გამოძიება სამსახურებრივი გულგრილობის ვერსიას განიხილავს, რომლის გამოც, ქიმიური ნივთიერება საწყობიდან წლების განმავლობაში არ გაუტანიათ.

საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, მისი სააგენტო ქიმიური ნივთიერების საწყობიდან გატანას ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოითხოვდა, თუმცა ეს არავის გაუკეთებია.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან 4 აგვისტოს აფეთქება მოხდა. გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ამონიუმის ნიტრატის დიდი მარაგი გახდა, რომელიც საწყობში უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე ინახებოდა.