ბეილი დიდი ხანი ვერ ითამაშებს
ბეილი დიდი ხანი ვერ ითამაშებს

„ტოტენპემის“ ნახევარმცველი გარეტ ბეილი რამდენიმე კვირას გამოტოვებს ტრავმის გამო. ამის შესახებ „სქაი სპორტს“ განუცხადა ლონდონური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ.

31 წლის უელსელი ფეხბურთელი ლაზარეთში კუნთის ტრავმის გამო მოხვდა. ბეილი 23 დეკემბერს, ინგლისის ლიგის თასის მეოთხედფინალში „სტოკთან“ მატჩის დროს შეცვალეს.

„ტოტენჰემმა“ ბეილი სექტემბერში აიყვანა იჯარით „რეალიდან“. ლონდონელთა რიგებში ფეხბურთელმა 11 მატჩი (598 წუთი) ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.