ბეგლარიშვილი თასის ფინალში დამარცხდა
ბეგლარიშვილი თასის ფინალში დამარცხდა

აპრილ-მაისში ჩატარებული თამაშების სერიის შემდეგ, ესტონეთში ზაქარია ბეგლარიშილმა თავი პირველად ვერ გამოიჩინა.

მისი გუნდი ტალინის “ფლორა” ესტონეთის თასის ფინალში თანაქალაქელ “ლევადიას” შეხვდა, რომელიც ესტონური საკლუბო ფეხბურთის ლიდერია.

27 წლის ქართველი “ფლორას” ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ მეტოქის კარი ვერ აიღო, თავი ვერც საგოლე გადაცემით გამოიჩინა და 75-ე წუთზე შეცვალეს.

ესტონეთის თასს კი “ლევადია” დაეუფლა, რომელმაც რომან დებელკოს მიერ 67-ე წუთზე გატანილი გოლით 1:0 მოიგო.