ბეჟანიშვილის შვიდი ქულა „აიოვა ჰოუკაისთან“ წაგებულ მატჩში
ბეჟანიშვილის შვიდი ქულა „აიოვა ჰოუკაისთან“ წაგებულ მატჩში

გიორგი ბეჟანიშვილის „ილინოისმა“ NCAA ლიგაზე მორიგი მატჩი გამართა. ქართველი კალათბურთელის გუნდს ზედიზედ 7 შეხვედრა ჰქონდა მოგებული. ჩინებული სერიის შემდეგ ილინოისელებმა პირველი მარცხი სტუმრად „აიოვა ჰოუკაისთან“ განიცადეს (72-65).

ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 28 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე 7 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. გიორგიმ 9-დან 3 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო. „ილინოისის“ რიგებში ყველაზე შედეგიან 17 ქულით ანდრეს ფელიზმა გამოდგა.

მარცხის მიუხედავად ბეჟანიშვილის გუნდი „ბიგ თენის“ კონფერენციაში ლიდერთა შორისაა. „ილინოისს“ 16 მოგება და 6 მარცხი აქვთ და „მიჩიგან სტეიტთან“ ერთად პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებს, მომდევნო მატჩს კი 8 თებერვალს, შინ, „მერილენდთან“ ჩაატარებს.