„ბეჭდების მბრძანებლის" სერიალის ფორმატში ეკრანიზაციისთვის მილიარდი დოლარი იქნება გამოყოფილი
ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებლის” ტრილოგიის სერიალის ფორმატში ეკრანიზაციისთვის მილიარდი დოლარი იქნება გამოყოფილი. ინფორმაციას ამის შესახებ Forbes-ი ავრცელებს.
„ბეჭდების მბრძანებელი“ კომპანია „ამაზონის“ ყველაზე ძვირადღირებული სერიალი იქნება.
ტელესერიალი 5-სეზონიანი იქნება. სერიალის გამოსვლა ორი წლის შემდეგ იგეგმება.
გავრცელებული ინფორმაციით, კინოსურათი პიტერ ჯექსონის მიერ გადაღებული ტრილოგიის სიუჟეტს არ გაიმეორებს.