„ბეჭდების მბრძანებლის” სერიალის ფორმატში ეკრანიზაციისთვის მილიარდი დოლარი იქნება გამოყოფილი

17:00, 07.04.2018

ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებლის” ტრილოგიის სერიალის ფორმატში ეკრანიზაციისთვის მილიარდი დოლარი იქნება გამოყოფილი. ინფორმაციას ამის შესახებ Forbes-ი ავრცელებს.

„ბეჭდების მბრძანებელი“ კომპანია „ამაზონის“ ყველაზე ძვირადღირებული სერიალი იქნება.

ტელესერიალი 5-სეზონიანი იქნება. სერიალის გამოსვლა ორი წლის შემდეგ იგეგმება.

გავრცელებული ინფორმაციით, კინოსურათი პიტერ ჯექსონის მიერ გადაღებული ტრილოგიის სიუჟეტს არ გაიმეორებს.

მსგავსი