ბაზალეთის დევნილთა დასახლებაში აფეთქებისას დაშავებულები თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოჰყავთ
ბაზალეთის ტბის მიმდებარედ, დევნილთა დასახლებაში აფეთქების შედეგად დამწვრობა აქვთ მიღებული. ამის შესახებ პირველ არხს კატასტროფის ბრიგადის ექიმმა, დავით მჭედლიძემ განუცხადა.
დაშავებულები თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოჰყავთ.
„გადმოყვანილია 50 წლის მამაკაცი მეორე-მესამე ხარისხის დამწვრობით. ანალოგიურად არიან დაშავებულები დედა და მცირეწლოვანი. დედა და შვილი კატასტროფის სახელმწიფო ბრიგადას მოჰყავს. აფეთქება გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა“, – განაცხადა დავით მჭედლიძემ.
როგორც პირველ არხს მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა, შალვა კერესელიძემ განუცხადა, აფეთქების შედეგად ერთი ოჯახის სამი წევრი დაშავდა. მისივე თქმით, მატერიალური ზიანი მიადგა კიდევ ხუთ ადამიანს.
დუშეთის რაიონში, ბაზალეთის ტბის მიმდებარედ, დევნილთა დასახლებაში აფეთქება დღეს მოხდა.