სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე მიმართვიანობა გაიზარდა.
„რეფერირების პროგრამა ქვეყანაში 2010 წელს ამოქმედდა. ის თავდაპირველად სამ უწყებას აერთიანებდა. განათლების, ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად კოორდინირებული მუშაობის მიზნით დოკუმენტი გააფორმეს.
2010 წელს სოციალური მომსახურების სააგენტროში ძალადობის შესახებ 40 შეტყობინება დაფიქსირდა, 2011 წელს – 90, 2012 წელს -150, 2016წელს -755, 2017 წლის ათი თვის მონაცემებით კი 691 შემთხვევაა“,- განაცხადა ეთერ ცხაკაიამ.
მისივე განცხადებით, მიმართვიანობის სტატისტიკა მზარდია. რაც შეეხება დარღვევებს, ცხაკაიას უნფორმაციით, ძალადობის კონკრეტული სახეობის გამოვლენა რთულია, რადგან მას ძირითად შემთხვევებში კომბინირებული ხასიათი აქვს.
ეთერ ცხაკაია ამბობს, რომ სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია, ნებისმიერ საეჭვო შემთხვევაზე მიმართოს შესაბამის ორგანოებს რეაგირებისთვის.