ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში ნაძალადევის ბაღიდან გადაყვანილი სამი ბავშვი აგრძელებს მკურნალობას
ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში ნაძალადევის ბაღიდან გადაყვანილი სამი ბავშვი აგრძელებს მკურნალობას

ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში ნაძალადევის 46-ე ბაღიდან გადაყვანილი სამი ბავშვი ამ დრომდე კლინიკაში რჩება და მათ დიაგნოზის დასადგენად მიკრობიოლოგიური კვლევა უტარდებათ. ამის შესახებ პირველ არხს კლინიკაში განუცხადეს.

საავადმყოფოს დირექტორის, ჯონი ჯანაშიას ინფორმაციით, 13 ოქტომბრიდან დღემდე აღნიშნული ბაღიდან ნაწლავური ინფექციით 15 მოზარდი გადაიყვანეს, მათგან ორ შემთხვევაში დიზენტერია დადასტურდა. 15 მოზარდიდან მკურნალობას დღემდე რვა პაციენტი აგრძელებს.

ბავშვთა ინფექციურის დირექტორი აცხადებს, რომ წინა წლებთან შედარებით, წელს ნაწლავური ინფექციების რიცხვი მკვეთრადაა გაზრდილი .

„წელს კლინიკაში ნაწლავური ინფექციებით 194 პაციენტი შევიდა, მთელი შარშანდელი წლის განმავლობაში კი, ასეთი 64 შემთხვევა დაფიქსირდა. რაც შეეხება 46-ე ბაღს, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შენობაში დეზინფექცია ჩატარდა და სააღმზრდელო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

თბილისში, ნაძალადევის რაიონის საბავშვო ბაღიდან გუშინ სამი აღსაზრდელის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.