ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ნარიმან ნარიმანოვის მემორიალურ მუზეუმში გამოფენა მოეწყო
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისში, ნარიმან ნარიმანოვის მემორიალური მუზეუმის ეზოში გამოფენა მოეწყო, სახელწოდებით „მწვანე სამყარო“. ასევე გაიმართა ბავშვებისთვის გასართობი ღონისძიება.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ბავშვებს მიულოცა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ფაიგ გულიევმა.
„დღეს მშვენიერი დღესასწაულია, ჩვენ ყველა ბავშვს ვულოცავთ ამ დღესასწაულს. დღეს, ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის, კავკასიის იურიდიული და ინტეგრაციის ცენტრისა და საელჩოს ორგანიზებით გამოფენა მოეწყო. დარწმუნებულები ვართ, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოში მცხოვრები, გაზრდილი, განათლებამიღებული ახალგაზრდები ყოველთვის მშვიდ პირობებში იცხოვრებენ. დღევანდელ დღეს ვულოცავთ ყველა ბავშვს, ვუსურვებთ წარმატებულ და ბედნიერ ცხოვრებას“, – განაცხადა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა, ფაიგ გულიევიმა.
ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ მონაწილეობა შეჯიბრებებში, მათ სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ.
ღონისძიება მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის ინიციატივით, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს, კავკასიის იურიდიული და ინტეგრაციის ცენტრის მხარდაჭერითა გაიმართა.