ბავარიაში ორ სარკინიგზო ავარიას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიტჩე ველე“ ავრცელებს.
გერმანული მედიის ცნობით, შვაბიას ოლქში სატვირთო მატარებელი სამგზავრო რეგიონულ შემადგენლობას შეეჯახა. ავარიის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა – მემანქანე და ერთი მგზავრი. სარკინიგზო კომპანია Deutsche Bahn-ის მონაცემებით, დაშავდა 14 ადამიანი.
მომხდარ ავარიამდე ცოტა ხნით ადრე, დასახლებულ პუნქტ ზესჰაუპტთან სამგზავრო მატარებელი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.
ინციდენტის შედეგად, მანქანაში მყოფი ორი ადამიანი დაიღუპა, მატარებლის ერთ-ერთმა მგზავრმა კი დაზიანებები მიიღო.