ბატუტზე ხტომა | ლუბა გოლოვინამ 53.62 ქულა მიიღო და მე-11 ადგილი დაიკავა [ვიდეო] #1TVSPORT

პარიზის ოლიმპიადაზე იასპარეზა ქართველმა ბატუტზე მხტომელმა ლუბა გოლოვინამ. მან პირველ ეტაპზე ორი გამოსვლის შემდეგ 16 მონაწილეს შორის მე-11 ადგილი დაიკავა.

პირველ გამოსვლაზე ლუბამ 53.460 ქულა დაიმსახურა, მეორეზე – 53.620. ეს მაჩვენებელი კი შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ფინალში რვა საუკეთესო ბატუტზე მხტომელი გავიდა, რომელთა შორის გოლოვინა ვერ მოხვდა და შეჯიბრებას გამოეთიშა.