ძლიერი წვიმის გამო ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე რამდენიმე სახლის პირველი სართული დაიტბორა.
ადგილობრივების განცხადებით, წყალი მათ სახლებში წელს მესამედ შევიდა. დაზარალებულები ამბობენ, რომ ამჯერადაც განადგურდა ტექნიკა და საყოფაცხოვრებო ნივთები. მომხდარის მიზეზად კი მოუწესრიგებელ სანიაღვრე არხს ასახელებენ.
ადგილზე ამოტუმბვითი სამუშაოები დაწყებულია.
არსებულ ვითარებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის და ამის შემდეგ მოხდება ანაზღაურება.