ბათუმში მოჭადრაკე ვაჟთა ევროპის მე-19 ჩემპიონატი გრძელდება. დღეს მე-5 ტურის თამაშები მიმდინარეობს.
ქართველ მოჭადრაკეთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა ბაადურ ჯობავამ, რომელიც ლიდერთა ჯგუფთან ახლოს იმყოფება და ქართული მხარე სწორედ მასზე ამყარებს იმედებს. წარმატებით ასპარეზობენ მიხეილ მჭედლიშვილი, დავით ჯოჯუა, ლუკა პაიჭაძე და დავით არუთუნიანი. ახალგაზრდა მოჭადრაკეთა შორის კი მოწინავეთა რიგებში არიან გაგა ბერაძე, მერი არაბიძე და ლუკა ობოლაძე.
„ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, რამდენად გაამართლეს ან არ გაამართლეს იმედები ქართველმა მოჭადრაკეებმა, ამას ფინიშის სწორს გავიგებთ, წარმატებით ასპარეზობს ბაადურ ჯობავა, რომელსაც 2,5 ქულა აქვს. ჩემპიონატი მართლაც კარგად მიმდინარეობს და რაც მთავარია, მაღალი შეფასება აქვს ევროპის საჭადრაკო კავშირისგან, რომელსაც მე წარმოვადგენ“-განაცხადა პირველ არხთან ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა.
ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატში 34 ქვეყნის 302 მოჭადრაკე მონაწილეობს. საპრიზო ფონდი 100 ათასი ევროა.
ჩემპიონატი 28 მარტს დასრულდება.