ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 62 წლის ქალი დაშავდა. შემთხვევა თამარის დასახლებაში ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მოხდა.
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის მედცენტრში გადაიყვანა.
დაშავებულს დაზიანებები გულ-მკერდის არეში აღენიშნება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.