ბათუმში სოფლის ტურიზმის მესამე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს
ბათუმში სოფლის ტურიზმის მესამე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

თემაზე – „სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი“ ბათუმში სოფლის ტურიზმის მესამე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს.

150-მდე უცხოელი და ქართველი დელეგატი ბელგიიდან, ფინეთიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან სოფლის ტურიზმის მიმართულებით თავიანთ გამოცდილებას და წარმატებულ ტურისტულ მაგალითებს  განიხილავენ. მათ შორის საუბარი ეხება  გრანტების როლს, სტუმართ მასპინძლობას, გასტრონომიას, ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაციას, კერძო სექტორისა და მედიის როლს.

სოფლის ტურიზმის კონფერენციის სტუმრებს ევროპული გამოცდილება ღონისძიების სპეციალურმა სტუმარმა ფინეთიდან, ევროპის სოფლის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტმა, კიმმო აალტომ გაუზიარა.

ღონისძიებაში მონაწილეობენ საოჯახო-სასტუმრო სახლების მეპატრონეები, ექსპერტები, ტურისტული სააგენტოების, სოფლის და ეკოტურიზმის სხვადასხვა სფეროს, ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კონფერენცია ორდღიანია და რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება.