ბათუმში სავაჭრო ობიექტებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამარშრუტო ტაქსებზე „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული რეგულაციების მონიტორინგი მკაცრდება
ბათუმში სავაჭრო ობიექტებზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამარშრუტო ტაქსებზე „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული რეგულაციების მონიტორინგი მკაცრდება

ბათუმში, სავაჭრო ობიექტებზე, მუნიციპალურ ტრანსპორტსა და სამარშრუტო ტაქსებზე მონიტორინგი მკაცრდება.

„კოვიდ-19“-თან დაკავშირებული რეგულაციების შესრულების მონიტორინგი ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ დილიდან საგანგებო რეჟიმში დაიწყო.

სამსახურის მიერ უკვე შემოწმდა 80-მდე ობიექტი და 100-მდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მათი ინფორმაციით, მონიტორინგი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად გაგრძელდება.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია მოუწოდებს მოქალაქეებს, მათივე ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეგულაციები.